უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი განცხადება. ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დასავლეთის სახელმწიფოები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, განსაზღვრავენ. ორბანის თქმითვე, ამერიკას რომ სურდეს, უკრაინაში მშვიდობა უმოკლეს დროში დაისადგურებდა. ორბანი ხაზს უსვამს რომ კითხვას, თუ რატომ არ სურთ უკრაინაში ამერიკელებს მშვიდობა, ვილნიუსის „ნატოს“ სამიტზე პასუხი არ გაეცა.