გაერო-ში ჩინეთის ელჩმა, ჯონგ ჩანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე „ნატოს“ მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ნატო, ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის ძალაა. ჩინელმა დიპლომატმა ალიანსის ახალი კომუნიკეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ცივი ომის მენტალიტეტისა და იდეოლოგიური მიკერძოების გამომხატველია. ელჩის თქმით, ნატო-ს სხვა ერების საშინაო საქმეებში ჩარევით, , ომების წამოწყებით, დიპლომატიური ობიექტების დაბომბვით და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევის ისტორია აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი ორმაგ სტანდარტებს ამჟღავნებს და მხარს „ბირთვული ალიანსის“ ჩამოყალიბებას უჭერს, რაც რეგიონულ დაძაბულობას ამძაფრებს.