უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 62 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. კოტენკოს თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების რეპატრიაცია რეინტეგრაციის სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებული გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის, სხვა ძალოვანი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა.