კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. „შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე ინფორმაცია მიაწოდეს.