ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია “აზიმუტის” თანამფლობელის, ვიტალი ვანცევის განცხადებით, თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება. ვნუკოვოს განმარტებით, Georgian Airways-ი რუსი მგზავრებისთვის კარგ შეთავაზებებს აკეთებს, და ევროპაში რეისებს ხსნის, რაც ახალი შესაძლებლობა და პოზიტიური ინიციატივაა. საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდის ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას აძლიერებს, რაც შემაშფოთებელია. ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ირაკლი კობახიძე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს.