ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების საკითხი კვლავ აქტიური განხილვის თემაა. საკითხისადმი პოზიცია ორად იყოფა თავად ხელისუფლების ოპონენტებში. ნაწილი გაერთიანების ინიციატივას აბსურდულს უწოდებს, მეორე ნაწილი კი ქართული ოცნების დამარცხების ფორმულას სწორედ გაერთიანებაში ხედავს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვავშიც კი მმართველი გუნდისადმი საზოგადოების ნდობა არ შეიცვლება.