ჰოლივუდის მსახიობებმა განაცხადეს, რომ სცენარისტთა გაფიცვას შეუერთდებიან, - ინფორმაციას BBC-ია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პროფესიულ კავშირს, კინომსახიობთა გილდიას (SAG) სურს, რომ სტრიმინგ გიგანტები მოგების უფრო სამართლიან განაწილებასა და უკეთეს სამუშაო პირობებზე დათანხმდნენ.
პროფკავშირი ასევე ითხოვს გარანტიას, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერით შექმნილ სახეებსა და ხმებს მსახიობების ჩანაცვლებისთვის არ გამოიყენებენ.
მუშაობას ჰოლივუდის დაახლოებით 160 000 მსახიობი შეწყვეტს, რაც იმას ნიშავს, რომ აშშ-ს კინო და სატელევიზიო წარმოების დიდი უმრავლესობა შეჩერდება.