„ნატოს“ ვილნიუსის სამიტის შემდეგ სადაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანება განიხილებოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.
პუტინის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს შეუქმნის და უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით არ შეცვლის. მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუმცა სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამან ახალი საფრთხეები არ უნდა წარმოშვას.