"ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის" მსმენელები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის ძალების ამოცანებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ , რომელიც 5 დღის განმავლობაში გრძელდება, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები.