მაჭავარიანის ქუჩის 63 ნომერში მცხოვრებლები კორუპუსის ავტოფარეხის საცხოვრებელ ფართებად გადაკეთებას აპროტესტებენ. მათი თქმით, შპს “ედემის” მიერ წარმოებული სამუშაოები კორპუსისთვის და მცხოვრებლებისთვის კონკრეტული საფრთხეების შემცველია.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, კომპანიამ მერიისგან 5-ჯერ მიიღო უარი და არ დააკმაყოფილა ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა კომპანია უწყების გადაწყვეტილების მიუხედავად სამუშაოებს აგრძელებს.
აქციის მონაწილეები მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.