"ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველთან შეხვედრას დღეს სამეგრელოში გამართავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარტიის ლიდერები შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ. ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულ აქციებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე არსებობს მოლოდინი რომ სიტუაცია მარტვილშიც დაიძაბოს.
ნაციონალური მოძრაობის კამპანიას მხარდამჭერა გამოუცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
"არც ერთი ნაბიჯი უკან" - დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა .