კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამომ“ ალბანეთში „ტირანასთან“ პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.
გია გეგუჩაძის გუნდმა მთელი მატჩი მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეხვედრა 93-ე წუთამდე თავისი სცენარით მიჰყავდა.
პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში გეგუჩაძემ თამაშში გარდატეხა მოედანზე ირაკლი ბიძინაშვილის შეშვებით სცადა და გამოუვიდა კიდეც.
ბათუმელთა ნახევარმცველმა 67-ე წუთზე ბიძინაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ორ მეტოქეს გვერდი აუარა და შორეულ ძელთან ჯოვინო ფლამარიონს გადააწოდა, რომელმაც მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ, ბათუმელები თავს კარგად იცავდნენ და რამდენჯერმე კონტრშეტევისას კარგი შანსიც მიიღეს, თუმცა გატანა ვერ შეძლეს და ბოლოს დაისაჯნენ კიდეც.
93-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე „დინამოელთა“ დაცვის ცენტრი ჩავარდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:1.
შეგახსენებთ, რომ განმეობითი შეხვედრა 20 ივლისს ბათუმში 21:00 საათზე გაიმართება.