ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებისათვის ახალ წინადადებებს ამზადებს. მისივე თქმით, იარაღზე, აღჭურვილობასა და ავიაციაზე არის ახალი შეთანხმებებიც. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ თითოეული შეხვედრა პარტნიორებთან, უკრაინისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი გახდეს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, უკრაინა ახლა პარტნიორების ყურადღების ცენტრში იმყოფება. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, მათ შორის ვილნიუსში „ნატოს“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა პარტნიორებისგან დიდ მხარდაჭერას იღებს.