რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ივან პოპოვის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც მან სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ „სიმართლე გააცნო“. კერძოდ, პოპოვის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარებისა და „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ რუსულ არმიაში დაძაბულობის მატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გენერლის განცხადებით, ამ კომენტარის შემდეგ მას პოსტი დაატოვებინეს, რადგან ფრონტის ხაზზე არსებული რელობის მოსმენა არავის სურს. რუსეთის 58-ე საერთო საჯარისო არმია უკრაინის სამხრეთ ნაწილში იბრძვის.