ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 244 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.