„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საინიციატივო ჯგუფის მიერ „პედოფილიის შესახებ“ კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას ეხმაურება. როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, საქართველოში არასრულწლოვანებზე ძალადობის, პედოფილიის, სექსუალური შევიწროებისა და შშმ მოზარდთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 47, ხოლო წინა წლის მონაცემებით 580-ამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.