ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, ბრალდება წარედგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყება არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს. არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგიც. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.