თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.