2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ გაერთიანებაზე დაიწყეს საუბარი. ოპოზიციის ნაწილი არც იმას გამორიცხავს რომ საერთო პრემიერობის კანდიდატად სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დასახელდეს. თავისმხრივ სტრატეგია აღმაშენებლის წევრები ამბობენ რომ მოლაპარაკების პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა გიორგი ვაშაძის შესაძლო პრემიერობის კანდიდატობაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ლიდერის გარეშე დარჩა. რა მოლოდინები აქვთ სტრატეგია აღმაშენებლის წევრებს და რა შეფასებები კეთდება დეპუტატების მხრიდან