ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამის შესახებ მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, მეუფე შიოს, შეიძლება, მართლაც აქვს სისხლში მომატებული მეტალების შემცველობა, მაგრამ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი ამბავი.