შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის გოგა რაზმაძის განცხადებას, უწყების მხრიდან მის მიმართ „დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებით კელი დეგნანი ეხმაურება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმედოვნებს, რომ რაზმაძეს კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება. ელჩის განმარტებით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მსგავს შემთხვევებს.