ოპოზიციური სპექტრი ნატოს ვილნიუსის სამიტზე დამდგარ შედეგს აკრიტიკებს და სრულ პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, რადგან მათი თქმით, ღარიბაშვილის მთავრობის ანტიდასავლურმა გზავნილებმა საერთაშორისო პარტნიორებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ბრალდებების საპასუხოდ ოცნების გუნდში ამბობენ რომ ნატოს მიერ მიღებული კომუნიკე ცალსახად პოზიტიური და საქართველოს მხარდამჭერია.