ივნისში დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში ბინების ფასი 28%-ით გაიზარდა, რაც მეორად ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინებს ქმნის. - ასეთია პროგნოზი, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ აკეთებს. მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.4%-ით, ხოლო თვის ჭრილში 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ორგანიზაციის ცნობით, ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე, დეველოპერებისგან ბინების გაყიდვები, სადაც 1 830 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგოირ პერიოდთან შედარებით თითქმის 19%-იანი ზრდაა. თუმცა მაისის მსგავსად, ივნისში კლება გაგრძელდა მეორად ბაზარზე, როგორც 2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინებზე, ისე ძველი ბინების გაყიდვებში. საინტერესოა, რომ ივნისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა სამგორში, დიდი დიღომსა და დიდუბეში. აღსანიშნავია, რომ ივნისში მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები საბურთალოსა და ვაკეში. მიმდიანრე წლის ივნისში, ფასები დოლარში ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე, დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში. ამასთან, ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში -41.0%-ით და ნაძალადევში +31.8%-ით