მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 მილიარდ 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მლრდ დოლარზე ცოტა მეტი იყო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 19.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტმა 7 მილიარდ 215 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მეტია გასულ წელთან შედარებით - 20.4%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.