აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ასევე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების - ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და ისლანდიის ლიდერების მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის წინ ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. მისივე თქმით, მოკავშირეები მზად არიან მომავალი ბრძოლისთვის, რათა დაიცვან თავისუფლება.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არასდროს უნდა ვთქვათ უარი უკეთეს ხვალინდელ დღეზე. თავისუფლების დაცვა - ერთი დღის ან ერთი წლის საქმე არ არის, ეს მთელი ჩვენი სიცოცხლის, ყველა დროის მოწოდებაა. ჩვენ მზად ვართ მომავალი ბრძოლისთვის. ჩვენი ერთობა შენარჩუნებული იქნება, გპირდებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამ ვიზიტით აშშ-ს პრეზიდენტი თავის ევროპულ ტურნეს დაასრულებს.