პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 38 წლის მამაკაცი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ის კატოვიცეს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქუთაისიდან პოლონეთში გეგმური რეისით ჩავიდა.
მამაკაცს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.