უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი. მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.