„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
დოკუმენტის მიხედვით, „შვიდეულის“ წევრები და უკრაინა კონკრეტულ, ორმხრივ, გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებსა და შეთანხმებებზე იმუშავებენ, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ძალას, რომელსაც ახლა უკრაინის დაცვა და მომავალში რუსეთის აგრესიის შეკავება შეუძლია.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თავის მხრივ, უკრაინა ვალდებულია, განაგრძოს რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცველი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა.