13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში, მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში სამჯერ ნასამართლევია. მან ბოლოს საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. დაზარალებული გოგონა თავშესაფარში არის გადაყვანილი.