"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა გრინ პლანეტის" ორგანიზებით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ღონისძიება გაიმართა.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა სტუმრებს კომპანიის საქმიანობა გააცნო და ნარჩენების სწორად მართვის პროცესში პარტნიორების ჩართულობაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობასა და არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ კომპანია პეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამამუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს, 100-ამდე ადამიანი. მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.