ბიონსემ, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, მორიგი კონცერტი ტორონტოში გამართა. 41 წლის ვარსკვლავი კონცერტზე ბრწყინავდა „ფერაგამოს“ ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში, რომელიც სცენაზე ბზინავდა. ანსამბლს მომღერალმა „კარტიეს“ ულამაზესი საყურეები შეუხამა.„გრემის“ 28 გზის გამარჯვებული, რომელიც მუსიკალურ პრემიაზე 79-ჯერ იყო ნომინირებული, მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, ნამდვილ სასწაულებს ახდენს. მისი კონცერტები, შოუს, მასშტაბებისა და კოსტიუმების თვალსაზრისით, მართლაც უპრეცედენტოა.