ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფოტიგას შეფასებით, ის ბრალდებები, რომელიც ნიკა გვარამიას ჰქონდა წაყენებული, პოლიტიკური ხასიათის იყო.
ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის ნება.
“ძალიან მიხარია, რომ შეგვიძლია ნიკას მივესალმოთ ევროპარლამენტში. ის ბრალდებები, რაც წაყენებული ჰქონდა, ნამდვილად იყო პოლიტიკური ხასიათის. ბევრ დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა პარლამენტმა მიიღო, ნახსენები იყო ნიკას საქმე, რომელსაც ევროპული პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიკა თავის საქმიანობს გააგრძელებს. კარგია, რომ ის დღეს ჩვენ გვერდით დგას. ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. ჩვენ ვიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტაში“,- განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაც ძალიან გვადარდებს. ვიცით, რომ დღეს პოლონელმა ექიმებმა მოინახულეს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ სათანადო ადგილას“, - განაცხადა ანა ფოტიგამ, რომლის განცხადების თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.
როგორც ფოტიგამ განაცხადა, საქართველოს დემოკრატიული გზით წინსვლაში უნდა დაეხმარონ.
„ჩვენ, ვინც საგარეო საკითხებით ვართ დაკავებული, ჩვენი წყაროები გვყავს, ჩემი კომენტარი იქნება, რომ ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისეთი ნარატივით ისაუბრა უსაფრთხოების კონფერენციაზე, როცა უკრაინაში ომის დაწყება ნატო-ს დააბრალა და ვიცით, რომ მას და საქართველოს პრეზიდენტს დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მე არ მინდა, რომ გავაკრიტიკო მედია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრი არ იყო დაპატიჟებული, [ვილნიუსის სამიტზე] არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მომავალზე ეს გავლენას იქონიებს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს და საქართველოს არ უნდა გადაეჭრას გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. უნდა დავინახოთ საქართველოს ზოგადი პროგრესი და ამ 12 მოთხოვნის შესრულებაში პროგრესი. ვფიქრობთ, რომ საქართველოს უნდა დავეხმაროთ, გააგრძელოს წინსვლა, ოღონდ დემოკრატიული გზით“, - განაცხადა ფოტიგამ.