კინოს სფეროს წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის ხიდიდან ბანერი წარწერით:”არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ გადმოფინეს. ამ ფორმით ისინი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასა და დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ.ხელოვანები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავენ და თეა წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი თქმით, კულტურის მინისტრის მთავარი მიზანი კინოში საბჭოური მეთოდების დამკვიდრებაა, რასაც ყველა დასაშვები ფორმით შეეწინააღმდეგებიან.სფეროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, კინოცენტრი პარტიული გავლენის ქვეშ მოექცევა, რაც სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებას შეუზღუდავს.