პარლამენტმა მეორე მოსმენით “თავდაცვის კოდექსი“ მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება. პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომლის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს. თავისმხრივ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ დისკრიმინაციულს უწოდებენ აღნიშნულ ცვლილებებს და ამბობენ რომ კანონპროექტი უბრალოდ რეპრესიულია. რა განცხადებები გაკეთდა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მხრიდან.