ოპოზიციაში ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ საურბობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის სამიტი უშედეგოდ მიმდინარეობს, რაც „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის დამსახურებაა. მათი შეფასებით, საქართველოს გზა ნატოში ინტეგრაციისკენ კიდევ უფრო გახანგრძლივდა, ამაზე პასუხისმგებელი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა. მმართველი პარტია კი ნატოსთან ურთიერთობაში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს.