დღეს ვილნიუსის სამიტის დასკვნითი, მეორე დღე სრულდება. ნატოს წევრი სახელმწიფოები ალიანსში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის, უკრაინის ჯარისთვის ახალი შეიარაღების გადაცემა იქნება. გარდა ამისა, სამიტზე უკრაინის ნატოში მოწვევასაც განიხილავენ. როგორ აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები ვილნიუსში მიმდინარე სამიტს.