ნატო-უკრაინის საბჭო უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის და არა უბრალოდ პარტნიორობის ინსტრუმენტი იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
„ყველას გარკვეულობა გვჭირდება, კერძოდ ინსტიტუციონალური გარკვეულობა და ძალიან კარგია, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს რეალურად შეუძლია საჭირო ინსტიტუციონალური გარკვეულობა მოგვცეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-უკრაინის საბჭო ინტეგრაციის ინსტრუმენტი იქნება და არა უბრალოდ პარტნიორობის,” - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობამდე გზაზე უკრაინა უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს საჭიროებს.
„ახლა გარანტიების შესაბამისი პაკეტი არის და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და შეუერთდეთ მას. ახლა დაფიქსირებულია, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობამდე გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა არ იქნება საჭირო და ეს სამართლიანია. მადლობას გიხდით ამ აღიარებისთვის,” - წერს ზელენსკი.