მეტროსადგური "ავლაბარი" რეაბილიტაციის პროცესში შესაძლოა, ორი კვირით დაიკეტოს. კახა კალაძეს თქმით, სადგურის რეაბილიტაციისას დამატებითი სამუშაოების საჭიროებები გამოიკვეთა. როგორც მერმა თქვა, პროექტის დასრულების თარიღი 2023 წლის ბოლოსთვის გადაიწევს.