დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
კახა კალაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდას ხსოვნის პატივსაცემად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.მან უბედურ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული დაერთება კანონდარღვევაა.მან ასევე ტყუილი უწოდა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რომ თითქოს ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს.
ამავე თემას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც გამოეხმაურა.
"მინისტრის საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მისივე თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.