„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. კობახიძემ მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერი, ნიკა მელია მწვავედ გააკრიტიკა. კობახიძემ განაცხადა, რომ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად პრაქტიკულად აღარც მოიაზრება და პარტიის დასატოვებლად თავმოყვარეობა არ ჰყოფნის.
კობახიძის განცხადებას ნიკა მელია მალევე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ „სურვილს“ პარტიიდან მისი წასვლის შესახებ უყურადღებოდ ვერ დატოვებს. მელიამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით მოქმედებს.