ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.