ქუთაისის აეროპორტში ახალი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საპროექტო სამუშაოების დაწყება იგეგმება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის 2 მილიონ 711 ათას 864 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოახდინოს. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ამასტან, „2023 წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“.