საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის თვის მიმოხილვა წარმოადგინა. განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ივნისში, დედაქალაქში 3 940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.4%, თვიურად კი 8.0%-იანი ზრდაა. გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შემდეგი უბნების გაყიდვებმა შეიტანა: ესენია სამგორი, დიდი დიღომი და დიდუბე. სეგმენტების მიხედვით ბინების ფასი ივნისში შემდეგნაირი იყო: პრემიუმ სეგმენტი - 1801-დან 3000 დოლარამდე; საშუალო - 801-დან 1200 დოლარამდე; ბიუჯეტური - 501-დან 800 დოლარამდე. აღსანიშნია, რომ ივნისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა და 253.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს (+18.2 წ/წ) ჰქონდა.