კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ამიტომ მას სათუთი მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ დროს კანის ეპიდერმისიდან იმაზე მეტი წყლის აორთქლება ხდება ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, სწორედ ამ დროს ვითარდება კანის სიმშრალე. თუ ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება 200-300 მლ წყალი, ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ- 3-ჯერ მაღალია. ამავდროულად ზაფხულში მზეზე ყოფნის დროს ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.
სიმშრალის არსებობის პირობებში იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი. ამიტომ აუცილებელია მივმართოთ დერმატოლოგს და ყველა ის პროცედურა ჩავიტაროთ, რაც კანზე არსებული ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს, რათა ნაკლებად მოხდეს ზაფხულთან თანმდევი პრობლემების განვითარება.