პარლამენტი "თავდაცვის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს. ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ დისკრიმინაციულს უწოდებენ აღნიშნულ ცვლილებებს და ავცადებენ რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.
ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი ასევე ამბობს იმასაც, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით მინისტრების მოადგილეებს, სამხედრო ჩიუნი მიენიჭებათ.
თავისმხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს რომ თავდაცვის კოდექსის პროექტით არანაირი სიახლე მინისტრის მოადგილეების მიმართებაში სამხედრო ჩინებთან დაკავშირებით არ არის.