უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 15 დრონი გაუშვა, საიდანაც 11 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თავდაცვის ძალებმა, ასევე, ჩამოაგდეს ყველა რუსული დრონი, რომლებიც 12 ივლისის ღამეს კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში მოხვდნენ.