UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ და კრივში დაუმარცხებელი ტაისონ ფიური ერთმანეთს კრივში დაუპირსპირდებიან. ამ თემაზე ორივე სპორტსმენი დიდიხანია საუბრობს და ბრძოლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს შეთანხმება საბოლოოდ შედგა. ბრძოლა 28 ოქტომბერს საუდის არაბეთში კრივის წესებით გაიმართება. ამ ინფორმაციას ფრენსის ნგანუ სოციალურ ქსელ Twitter-ზე ადასტურებს.
სპორტსმენებმა ერთმანეთთან ჩხუბის სურვილი დიდი ხნის წინ გამოთქვეს, მაგრამ ნგანუს მისთვის უცნობ კრივში სურდა ძალების მოსინჯვა, ხოლო „ბოშათა მეფედ“ წოდებულმა ფიურიმ UFC-ის მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონ „მტაცებელს“ ბრძოლა MMA-ს ხელთათმანებით გალიაში შესთავაზა: “ნგანუსთან რინგზე, კრივის ხელთათმანებით ჩხუბის აზრს ვერ ვხედავ, ეს იგივეა, რომ დარბაზში ბოდიბილდერებს ვეჩხუბო. აი MMA-ს ხელთათმანებით თუ ვიქნებით მანდ შეიძლება ყველაფერი მოხდეს - გალიაში ვიდგებით და მსაჯი ტაისონი იქნება".
სათქმელია ისიც, რომ UFC-ის ოფიციალური პირები ნგანუს ფიურისთან დაპირისპირებას მხარს არ უჭერდნენ, ისინი ამ სცენარში ჯონ ჯონსს მოიაზრებდნენ, მაგრამ “მტაცებელი” თავისუფალი აგენტი გახდა, რის შემდეგაც ფიურისთან შეთანხმება უფრო გამარტივდა.