12 ივლისს საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას სტუმრად ყაზახეთის ჩემპიონთან „ასტანასთან“ გამართავს.
თბილისელები ამ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება, რადგან რამდენიმე დღის წინ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასი მოიგეს. სახეცვლილ სუპერთასის გათამაშების ორივე მატჩში გადამწყვეტი როლი, გუნდში დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ითამაშა. „დინამოში“ ითამაშებს ასევე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული დამცველი გაგი მარგველაშვილიც, რომელიც ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობია. მათ გარდა დედაქალაქელებს ასევე შეუერთდა კოტდიუარელი მუსა საგარე და კამერუნელი იოზეფ იენჯოკი.
„დინამოს“ „ასტანასთან“ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე კირკიტაძე და ზორან მარუშიჩი, სამივე მათგან ტრავმა აწუხებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა კი 19 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება.