19:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციას კინემატოგრაფისტები მართავენ. მათ 2 მოთხოვნა აქვთ - შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი.