ისრაელში საპროტესტო ტალღა გრძელდება. ისრაელში ათასობით მომიტინგემ, რომელიც ახალ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდა, ქვეყნის მთავარი აეროპორტი და მაგისტრალები გადაკეტა.
მედიის ცნობით, თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში დაახლოებით 1000 პოლიციელი იყო განლაგებული. ამავე ცნობით, მომიტინგეებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები, ზოგიერთი მონაწილე გზაზე იწვა,ზოგიერთი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.
იერუსალიმის შესასვლელთან პოლიციელებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების დასაშლელად, ზოგი კი ძალით გაიყვანეს.